სიახლეები
2012-03-07 იმიტირებული საკრებულოს სხდომა
2012 წლის 22 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციის ინტეგრირებული-ახალგაზრდული კლუბის წევრების მიერ გაიმართა იმიტირებული საკრებულოს სხდომა.
2012-03-07 საჯარო ლექცია შოთა მესხიას სახელობის სასწავლო ინსტიტუტში
2012 წლის 27 იანვარს ასოციაცია–დეას აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მადონა ხარებავამ შოთა მესხიას სახელობის სასწავლო ინსტიტუტში ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური კულტურის ამაღლების, მათი სოციალური აქტივობისა და თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის გაზრდის მიზნით ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: თვითმმართველობის არსი, სისტემა და ახალგაზრდების მონაწილეობა თვითმმართველობის პროცესებში.
2012-03-07 შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან
2012 წლის 11 იანვარს, ასოციაცია–დეას ოფისში ორგანიზაციისა და ახალგაზრდულ კლუბ "დეას" წარმომადგენლები შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ზუგდიდის საველე ოფისიდან.
2011-11-21 შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან
2011 წლის 15 ნოემბერს ასოციაცია-დეას ახალგაზრდული კლუბის ინიციტივითა და ორგანიზებით ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში შედგა ახალგაზრდების შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან
2011-10-11 ტრენინგი მანდატურებისათვის
7-8 სექტემბერს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მანდატურებისათვის. ტრენინგი ჩატარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დონორთან შეთანხმებით, სპეციალურად შემუშავებული ტრენინგმოდულის "სკოლის მანდატურების როლი ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში“ მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მანდატურებისათვის ტრენინგის მიზანი იყო მანდატურების ინფორმირება შესაძლებლობათა შეზღუდვის საკითხებში და მათი მონაწილების გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სკოლაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საქმეში. თრენინგების მოდულის ცენტრალური საკითხი იყო ინკლუზიური განათლების ძირითადი ასპექტები და შშმ ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ეთიკური ნორმები და პრინციპები შშმ ბავშვებთან ურთიერთობის დროს.

